OpenAI-მ გამოაცხადა სტარტაპი io-ს შეძენის შესახებ, რომელიც დააარსა ჯონი აივმა, პირველი iPhone-ების დიზაინერმა. ChatGPT დეველოპერის ბლოგპოსტის თანახმად, შეთანხმება 6.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ითვალისწინებს ცალკე განყოფილების შექმნას ჩაშენებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობების შესამუშავებლად.
გარიგების დასრულების შემდეგ, აივი განყოფილების კრეატიული დირექტორი გახდება. მისი კომპანია, LoveFrom, ორ წელზე მეტია, რაც OpenAI-სთან თანამშრომლობს ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების კონცეფციაზე. OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ალტმანთან ერთად მათ პირველი პროტოტიპი წარადგინეს, თუმცა დეტალების გარეშე. აივის თქმით, ეს „ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიური ნიმუშია, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს“.
