OpenAI $100 მილიარდის მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

OpenAI ფინანსების მოსაპოვებლად მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს, საბოლოო მიზანი – 100 მილიარდი დოლარია. ჯერჯერობით უცნობია დეტალები დაფინანსების პირობებისა და სხვა საკითხების შესახებ, თუმცა ვიცით, რომ ს კომპანია ახალი ჩიპების წარმოებისთვის ფინანსების მოზიდვას ცდილობს.
ცნობილი არ არის, მიმდინარე მოლაპარაკებებს რა საერთო აქვთ ჩიპების წარმოებასთან, თუმცა კომპანიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ მიზნით OpenAI 8-დან 10-მდე მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავდა.
Microsoft-ი ერთ-ერთია იმ კომპანიათაგან, რომელმაც OpenAI-სთვის მასშტაბური ინვესტიცია გამოყო – 2022 წელს ტექნოლოგიური გიგანტის $10 მილიარდიანმა დაფინანსებამ ChatGPT-ის ამოქმედებას შეუწყო ხელი.
განსახილველი დაფინანსების მიღების შემთხვევაში, OpenAI (ილონ მასკის SpaceX-ის შემდეგ) -ში ყველაზე ძვირადღირებული გახდება.