OpenAI-მ SearchGPT-ს პროტოტიპი წარადგინა

კომპანიამ OpenAI საძიებო სისტემა SearchGPT-ის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც ისევე როგორც ჩატ-ბოტი ChatGPT, ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებს. ანონსი OpenAI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„SearchGPT სწრაფად და დროულად უპასუხებთ თქვენს კითხვებს, შემოგთავაზებთ აქტუალურ ინფორმაციას ინტერნეტიდან შესაბამის წყაროებზე შესაბამისი პირდაპირი ბმულებით. შესაძლებელი იქნება დამატებითი კითხვების დასმაც, როგორც ადამიანთან საუბრისას, რაც ყოველივე მოთხოვნას დამატებით კონტექსტს შესძენს“, – აღნიშნულია კომპანიის პუბლიკაციაში.
სპეციალისტების თქმით, SearchGPT ასევე მიუთითებს იმ ავტორების სახელებსა და გვარებს, რომელთა მასალებზეც დაყრდნობით შეადგინა პასუხები.
ცნობილია, რომ ამ ეტაპზე სისტემის ტესტირებაში 10 ათასამდე მომხმარებელი და ზოგი მედიასაშუალებაც მონაწილეობს.
imedinews