OpenAI-მ ChatGPT-ზე რეგისტრაცია შეაჩერა

OpenAI, მომხმარებლების რეგისტრაციას მის ფასიან, ChatGPT Plus-ზე დიდი მოთხოვნის გამო აჩერებს. ამის შესახებ OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა.
„ჩვენ დროებით ვაჩერებთ ChatGPT Plus-ზე ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას. მოხმარების ზრდამ ჩვენს შესაძლებლობებს გადააჭარბა,”- წერს ალტმანი.
OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაამატა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირება და სერვისით სარგებლობას ქვესექციის გახსნის შემდეგ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ისიც თქვა, რომ ChatGPT-ს ყოველკვირეულად 100 მილიონი ადამიანი იყენებს.
გაშვებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ChatGPT აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია ისტორიაში. მისი გაშვებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ, დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი იყენებდა მას ყოველთვიურად.