OpenAI-მ უფასო მორგებადი AI მოდელები გამოუშვა — უზარმაზარი სტრატეგიული ძვრა?

სამშაბათს OpenAI-მ ს () ორი ახალი მოდელი გამოუშვა, რომელთა გადმოწერაც უფასოა. აღსანიშნავია, რომ მათში ცვლილებების შეტანა მომხმარებლებსაც შეუძლიათ.
“ღია წონის ენობრივ მოდელებს” gpt-oss-120b და gpt-oss-20b ჰქვია. ChatGPT თავიდან არაკომერციული წამოწყება იყო, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის შექმნას ისახავდა მიზნად. OpenAI-ს თავისი მოდელების მუშაობის პრინციპი უნდა გაესაჯაროებინა, რათა ნებისმიერ მსურველს შესძლებოდა მისი შესწავლა, გამოყენება თუ გაუმჯობესება. “ღია წონის მოდელების” გამოშვება კომპანიის სწორედ ამ თავდაპირველ ხედვას შეესაბამება.
ღია წონის მოდელების შემთხვევაში გაწვრთნილი პარამეტრები საჯაროა, რაც მომხმარებლებს მოდელის ზუსტად რეგულირების საშუალებას აძლევს.
Meta, ფეისბუკის მშობელი კომპანია, AI-ს მიმართულებით ხშირად ტრაბახობს აღნიშნული ღია მიდგომით; გარდა ამისა, DeepSeek-მა (ჩინური AI ) თავისი დაბალბიუჯეტიანი, გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე მოდელით ინდუსტრიაში სახელი უკვე გაითქვა.
“დიდი ხანია, ღია წონის ენობრივი მოდელი აღარ გამოგვიშვია.ეს საოცარი შესაძლებლობაა ყველასთვის”, — განაცხადა OpenAI-ს თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა გრეგ ბროკმენმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
OpenAI-ს ახალი მოდელები მხოლოდ ტექსტზეა დაფუძნებული — მათ გამოსახულებების, ასევე ხმოვანი ან ვიდეოჩანაწერების დამუშავება არ შეუძლია. ეს მოდელები, მაგალითად, ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად ან კომპიუტერული კოდის გასაშვებად გამოგვადგება.
“ამ მოდელებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ვფიქრობთ, ეს მრავალ კვლევასა და ახალი პროდუქტების შექმნას შეუწყობს ხელს”, — აღნიშნა სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომპანია სხვადასხვა პარტნიორთანაც თანამშრომლობს, მათ შორის: ტელეკომუნიკაციების ფრანგულ გიგანტთან Orange და მონაცემთა ღრუბლოვან პლატფორმასთან Snowflake. ამ კოლაბორაციების მიზანია, პრაქტიკული გამოყენებისთვის მოდელები დახვეწონ.
როგორც OpenAI განმარტავს, ღია წონის მოდელები ისე შექმნეს, რომ დანაშაულებრივი მიზნებისთვის მათი გამოყენება ძალიან რთული იქნება.
წლის დასაწყისში ალტმანმა თქვა, რომ ზემოხსენებული ღიაობის საკითხში თავისი კომპანია “ისტორიის არასწორ მხარეს” იყო. მოგვიანებით თქვა ისიც, რომ OpenAI არსებულ გეგმას გადაუხვევდა და ისევ არაკომერციულ ბიზნესად გააგრძელებდა მუშაობას. სტრუქტურული საკითხი დავის საგანი გახდა, ინვესტორთა დიდი ნაწილი კი მოგების გაზრდას ითხოვდა.
თავის დროზე კომერციალიზაციის გეგმასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც AI უსაფრთხოების აქტივისტების, ასევე ილონ მასკის, OpenAI-ის თანადამფუძნებლის, მხრიდანაც. მასკმა კომპანია 2018 წელს დატოვა, მოგვიანებით კი მას უჩივლა. როგორც ამტკიცებდა, სერვისების კომერციალიზაცია კომპანიის თავდაპირველ ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდა.
ასევე იხილეთ: ილონ მასკი OpenAI-ს აღარ უჩივის — რა ხდება
განახლებული გეგმის თანახმად, OpenAI-ის მონეტიზაციის განყოფილება თანხის გამომუშავებას შეძლებს, მაგრამ კვლავაც არაკომერციული საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.