ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია OpenAI-მ საახალწლოდ თითოეულ თანამშრომელს რეკორდული რაოდენობის ბონუსი გადასცა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, OpenAI-ში დასაქმებულებმა თანხა არა ნაღდი ფულით, არამედ კომპანიის აქციების სახით მიიღეს, რომლის ღირებულებაც 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი გულუხვი ბონუსები კომპანიას ეხმარება მთავარი სპეციალისტების შენარჩუნებაში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამწვავებული კონკურენციის პირობებში, თუმცა ამავე დროს ზრდის კომპანიის ზარალს და აქციონერთა წილებს ამცირებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელს OpenAI-ის მიერ გაცემული ბონუსები 34-ჯერ აღემატება ამერიკის მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში არსებულ საშუალო პრემიას.
კომპანია თანამშრომელთა გულუხვად დაჯილდოებას სამომავლოდაც გააგრძელებს.
შიდა დოკუმენტების მიხედვით, OpenAI-ს აქციების სახით ბონუსებზე გაწეული ხარჯები წლიურად დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზრდება და ეს ტენდენცია, მინიმუმ, 2030 წლამდე გაგრძელდება.
უკვე 2025 წელს კი აღნიშნული პრემიები კომპანიის მთლიანი შემოსავლის 46% იქნება.




