OpenAI-მ ინდოეთში თავისი ChatGPT ჩატბოტის ყველაზე ხელმისაწვდომი გეგმა წარადგინა, რომლის მიზანია ქვეყანაში ფასიანი აბონენტების რაოდენობის ზრდა. კომპანიის თქმით, ChatGPT Go გეგმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ჩატბოტის მოწინავე ფუნქციებით თვეში 399 რუპიად, რაც 4.57 აშშ დოლარის ეკვივალენტურია.
„ChatGPT-ის ხელმისაწვდომობის გაზრდა მომხმარებლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე OpenAI-ის ChatGPT-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ ტერლიმ.
