OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა $2 მლრდ-ს გადააჭარბა – Financial Times

ChatGPT-ის შემქმნელის – OpenAI-ის შემოსავალმა დეკემბერში $2 მლრდ-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ OpenAI-ის ფლაგმანი პროდუქტის ChatGPT არნახული წარმატება კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიად ისტორიაში აქცევს.
OpenAI, რომლის ინვესტორიცაა Microsoft-ი თვლის რომ, ბიზნეს კლიენტების გაზრდილი ინტერესის წყალობით, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთ ოპერაციებში გენერაციული AI ინსტრუმენტები გამოიყენონ, 2025 წლისთვის შეუძლია ეს მაჩვენებელი გააორმაგოს.
სწრაფი ზრდის წყალობით, OpenAI სილიკონის ველის ისეთი კომპანიების (Google, Meta) გვერდით აღმოჩნდა, რომლებმაც $1-მილიარდიან შემოსავალს მხოლოდ დაარსებიდან 10 წლის შემდეგ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ OpenAI 2015 წელს დაარსდა როგორც არაკომერციული ხელოვნური ინტელექტის კვლევის ლაბორატორია და კომერციული ტექნიკური გიგანტი 2020 წელს გახდა.
2023 წლის აგვისტოში OpenAI-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს მიუახლოვდა. როგორც გამოცემა Information-ში აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აჭარბებდა იმ პროგნოზებს, რომელსაც ადრე OpenAI აქციონერებს აწვდიდა. ChatGPT გაყიდვების აქტიური ზრდის წყალობით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი $1,3 მლრდ იყო, ხოლო დეკემბერში – $1,6 მლრდ.

ასევე დაგაინტერესებთ