OpenAI-იმ ChatGPT-ის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება დაუშვა

OpenAI-იმ ChatGPT-ის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დეველოპერმა OpenAI-იმ თავისი ტექნოლოგიების გამოყენების წესები შეცვალა, მათ შორის პოლიტიკიდან ChatGPT-ის სერვისების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვა ამოიღეს.
10 იანვრამდე OpenAI-ის “გამოყენების პოლიტიკა” კრძალავდა მის გამოყენებას “აქტივობებისთვის, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ზიანის მაღალი რისკი”, მათ შორის “იარაღის განვითარება” და “სამხედრო და საბრძოლო აპლიკაციები”. ახალ ვერსიაში კი „სამხედრო და საბრძოლო“ გამოყენების აკრძალვა გაქრა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }