OpenAI და სემ ოლტმენი ილონ მასკის Neuralink-ის კონკურენტ სტარტაპს ქმნიან

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი, ამავე კომპანიის დაფინანსებით, ახალი ს, Merge Labs-ის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც ილონ მასკის Neuralink-ს კონკურენციას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია The Financial Times-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, Merge Labs-ი ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისზე (BCI) იმუშავებს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული. ახალი სტარტაპი კონკურენციას არა მხოლოდ Neuralink-ს, არამედ ამ სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებსაც, მათ შორის Precision Neuroscience-სა და Synchron-ს გაუწევს.
როგორც ირკვევა, სტარტაპის დაფინანსების ძირითად ნაწილს OpenAI-ის ვენჩურული გუნდი უზრუნველყოფს, რის შემდეგაც, პოტენციურად, Merge Labs-ის შეფასებამ $850 მილიონს უნდა მიაღწიოს. Merge Labs-ის თანადამფუძნებელი იქნება ასევე ალექს ბლანია, World-ის (თვალის ბიომეტრიული სკანირების კომპანია, რომელიც OpenAI-ის მიერ არის მხარდაჭერილი) თანადამფუძნებელი. ცნობილია, რომ ოლტმენი პროექტში პირადი კაპიტალით მონაწილეობას არ მიიღებს.
სემ ოლტმენი ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისების საკითხით უკვე წლებია, დაინტერესებულია. 2017 წელს ის ვარაუდობდა, რომ Merge-ი შესაძლოა 2025 წლამდე შექმნილიყო, რაც არ გამართლდა. ახლა კი განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ამის შესაძლებლობა მისცა. Neuralink-ის კონკურენტის შექმნა სემ ოლტმენსა და ილონ მასკს შორის მეტოქეობას კიდევ უფრო გაამწვავებს, რომელიც 2018 წელს მასკის OpenAI-ის საბჭოდან წასვლის შემდეგ დაიწყო.
რაც შეეხება ილონ მასკის Neuralink-ს, სტარტაპმა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა -ის მარეგულირებლისგან, FDA-სგან, 2023 წელს მიიღო. მასკის კომპანიამ იმპლანტი პირველად ადამიანზე 2024 წლის იანვარში გამოცადა. მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Neuralink-მა ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისი უკვე მისი კლინიკური კვლევის მერვე და მეცხრე მონაწილეს ჩაუნერგა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა“

„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“ – განცხადება