Open AI-მ GeorgiAI-ს ოფიციალური ვერიფიკაცია მიანიჭა

GeorgiAI-ს ხელოვნური ინტელექტის კვლევების მსოფლიოს უმსხვილესმა ორგანიზაცია OpenAI-მ ვერიფიკაცია მიანიჭა.ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, GPTstore ოფიციალურად განათავსებს GeorgiAI-ს. აღსანიშნავია, რომ GeorgiAI-ს მასალების გაცნობა ინგლისურ ენაზე ხდება შესაძლებელი. ქართულენოვანი მასალა, ფონდში ეტაპობრივად განთავსდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და “პალიტრა ჰოლდინგის” პარტნიორობით შექმნილი ციფრული სივრცე GeorgiAI ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს. მილიონობით ტექსტური მასალა, ინიციატივის განმახორციელებლების მიერ უკვე განთავსებულია GPTstore-ზე. ციფრული საინფორმაციო ფონდის გამოყენება მნიშვნელოვანწილად ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას, შექმნილია საქართველოს შესახებ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის სწრაფად მოძიებისთვის, ეტაპობრივად ივსება მოცულობითი საარქივო მასალებით, რომლის ციფრული ვერსია ამ დრომდე ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვება, არის საიმედო და მოცულობითი რესურსების ერთიანობა. GeorgiAI ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების გარშემო სანდო ინფორმაციას აგენერირებს და დაინტერესებული მხარეებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ბაზა აერთიანებს როგორც მიმდინარე, ისე საარქივო მასალას. GeorgiAI-ზე წვდომისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით