Open -ის დირექტორი “მეტას” აკრიტიკებს და ამბობს, რომ ცუკერბერგი მისი თანამშრომლების გადაბირებას 100 მლნ-ის სანაცვლოდ ცდილობს

Open -ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი ამტკიცებს, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტა“ Open AI-ის თანამშრომლებს, მათთან გადასვლის სანაცვლოდ, 100 მლნ დოლარს სთავაზობს.
ალტმანმა პოდკასტში „Unscapped“ განაცხადა, რომ ცუკერბერგმა მისი თანამშრომლების მიმართ „გიგანტური“ შეთავაზებების გაკეთება დაიწყო და ზოგიერთ მათგანს ჰპირდება, თუკი კონტრაქტს „მეტა“-სთან გააფორმებს, ხელმოწერის სანაცვლოდ 100 მლნ დოლარს გადაუხდის.
ალტმანი იმასაც ამბობს, რომ ცუკერბერგის მცდელობები უშედეგოა, რადგან ის მისთვის თანამშრომლების წართმევას ვერ შეძლებს.
ალტმანის შეფასებით, „მეტა“ ინოვაციების მხრივ არც ისეთი მოქნილია.