OPEC+ ნავთობის წარმოების ზრდას აჩქარებს

OPEC+-ის წევრი სახელმწიფოები 5 ივლისს შეთანხმდნენ, რომ აგვისტოში ყოველდღიური წარმოება დამატებით 548 000 ბარელით გაზარდონ, რაც წარმოების ზრდის მორიგი დაჩქარებაა მას შემდეგ, რაც ირანზე ისრაელის იერიშების გამო ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდისა და მოგვიანებით თანდათანობით შემცირების შემდეგ OPEC+-ის პირველი შეხვედრა გაიმართა.
OPEC+-ის ჯგუფი 2022 წლიდან მოყოლებული ნავთობის ბაზრის მხარდასაჭერად წარმოებას ამცირებდა, თუმცა მიმდინარე წელს ბაზარზე წილის აღდგენის მიზნით OPEC+-მა წარმოების თანდათანობით მატება დაიწყო. ამასთან, მანამდე წარმოების ზრდისკენ ჯგუფს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოუწოდა, რათა საწვავის ფასი შემცირებულიყო.
Reuters-ის ცნობით, წარმოებას ჯგუფის რვა წევრი სახელმწიფო გაზრდის, მათ შორის არიან საუდის არაბეთი, რუსეთი, არაბთა
გამოცემის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მატებაა იმ თვიურ ზრდებთან შედარებით, რაც ჯგუფმა მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში დაამტკიცა, როცა ყოველდღიური წარმოება თითოეულ თვეში წინა თვესთან შედარებით 411 000 ბარელით იზრდებოდა, ხოლო აპრილში წინა თვესთან შედარებით ყოველდღიური წარმოება 138 000 ბარელით გაიზარდა.
ამასთანავე, Reuters-ის წყაროების თქმით, წარმოების ზრდის გადაწყვეტილებამდე OPEC+-ის რამდენიმე წევრმა, როგორებიცაა ყაზახეთი და ერაყი, განსაზღვრულზე მეტი ნავთობის წარმოება დაიწყეს, რამაც სხვა წევრებში გაბრაზება გამოიწვია.
წყაროების მიხედვით, OPEC+-ის ჯგუფს საბაზრო წილის გაზრდა სურთ იმ ფონზე, როცა კონკურენტი მწარმოებლებისგან, როგორიცაა აშშ, ნავთობის წარმოება იზრდება.