OPEC+-მა შესაძლოა ნავთობის მოპოვების შემცირება გააგრძელოს – Reuters

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ჯგუფს OPEC და მათ მოკავშირეებს ჯერ არ დაუწყიათ ოფიციალური მოლაპარაკებები, ნავთობის დღიური მოპოვების 2,2 მილიონი ბარელით ნებაყოფლობითი შემცირების გაგრძელების შესახებ, თუმცა ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელია. ამის შესახებ Reuters-ი OPEC+-ის ქვეყნებიდან სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
OPEC+-მა განახორციელა წარმოების შემცირების სერია 2022 წლის ბოლოდან, შეერთებულ შტატებსა და სხვა არაწევრ ქვეყნებში წარმოების ზრდის ფონზე და ასევე მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო, რადგან წამყვანი ეკონომიკები მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ებრძვიან – წერს Reuters-ი.
ნავთობის მოპოვების პოლიტიკის დასადგენად OPEC+ მომდევნო შეხვედრას 1 ივნისს ვენაში გაამრთავს. თავად OPEC-მა კომენტართან დაკავშირებით Reuters-ის მოთხოვნას არ უპასუხა.
ამჟამად OPEC+ ამცირებს წარმოებას 5,86 მილიონი ბარელით დღეში, რაც უდრის გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 5,7%-ს. ეს რაოდენობა მოიცავს OPEC+-ის წევრების მიერ 3,66 მილიონი ბარელით შემცირებასაც, რომელიც დარჩება 2024 წლის ბოლომდე, და და ზოგიერთი წევრის მიერ დღეში 2.2 მილიონი ბარელით ნებაყოფლობით შემცირებასაც, რომელსაც ვადა ივნისის ბოლოს ეწურება.