OnlyFans მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია გახდა ერთ თანამშრომელზე შემოსავლის მიხედვით

OnlyFans მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია გახდა ერთ თანამშრომელზე შემოსავლის მიხედვით
OnlyFans მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია გახდა ერთ თანამშრომელზე მიღებული შემოსავლის მიხედვით – ამას მოწმობს Barchart-ის ინვესტორთა პლატფორმის რეიტინგი.
რეიტინგში მოცემული მონაცემების თანახმად, კომპანია საშუალოდ 37.6 მილიონი დოლარის მოგებას გამოიმუშავებს ერთ თანამშრომელზე.
OnlyFans, რომელმაც პოპულარობა COVID-19 პანდემიის დროს მკვეთრად მოიმატა, ინტიმური კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს, ნახვების ან გამოწერების საფასური აბონენტებს გადაუხადონ. პლატფორმა შემქმნელების შემოსავლიდან 20%-იან წილს იღებს.
შედარებისთვის, მეორე ადგილზე NVIDIA გავიდა 3.6 მილიონი დოლარით, შემდეგ მოდიოდა Cursor 3.3 მილიონი დოლარით, Apple 2.4 მილიონი დოლარით, Meta 2.2 მილიონი დოლარით და Alphabet (Google) 1.9 მილიონი დოლარით ერთ თანამშრომელზე. რეიტინგში ასევე არიან OpenAI და Microsoft, რომელთაგან თითოეულს 1.1 მილიონი დოლარი აქვს, Tesla-ს – 0.8 მილიონი დოლარი, ხოლო Amazon-ი სიას ასრულებს ერთ თანამშრომელზე 0.4 მილიონი დოლარით.
ამგვარად OnlyFans ტექნოლოგიურ სექტორში კონკურენტებს ათჯერ მეტად აღემატება.
ექსპერტები ამას პლატფორმის მოდელის მაღალ მოგებიანობას მიაწერენ, სადაც კომპანია მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის წილს მინიმალური პერსონალით იღებს.