„გაიხსნა Online მაღაზია – www.Re-market.ge, რომელიც ნამდვილად უნიკალური არის თავისი ბუნებით. მსოფლიოში არსად არ არის არცერთი Online მაღაზია, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულების დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მსჯავრდებულთა შრომის წახალისების მიზნით, ჩვენ გავხსენით მაღაზია „რე-მარკეტი. თბილისში, წერეთლის გამზირზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსჯვრებულის მიერ დამზადებული პროდუქცია შეიძინოს.
ასევე, მაღაზია აპლიკაცია WOLT-ის მეშვეობით, თქვენ დღესაც შეგიძლიათ აქ გამოიძახოთ კურიერი, რომელიც მაღაზიიდან მოგიტანთ მსჯავრდებულების მიერ დამზადებულ ნივთებს”, – განაცხადა მინისტრმა.