OKTO Group-ის ბრენდისა და პროექტის პრეზენტაცია

OKTO Group-მა, უძრავი ქონების ბაზრის ინოვაციურმა მოთამაშემ, 19 ივლისს G17-ში გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგინა თავისი ბრენდი და პირველი პროექტი. კომპანიამ ამ ღონისძიებით დაიწყო თავისი გზა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ღონისძიების მთავარი ფოკუსი იყო OKTO ART HOUSE-ის პრეზენტაცია – ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ს ახალ ბულვარში. ეს პროექტი წარმოადგენს OKTO Group-ის ხედვას თანამედროვე, მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეზე, სადაც ხარისხი, ესთეტიკა და კომფორტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

საღამოს გამორჩეული ნაწილი იყო Manolo-ს, The Voice of The Gypsies-ის წარმოდგენა. გრემის მფლობელი ლეგენდარული Gipsy Kings-ის ახალი თაობის წარმომადგენელმა აუდიტორია მოხიბლა ბენდის საკულტო ჰიტების ცოცხალი შესრულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძებას ესწრებოდა ოლეგ ტიმჩენკოც – ცნობილი ქართველო მხატვარი, რომელმაც ღონისძიებაზე ბრენდის ლოგო დახატა.

OKTO Group-მა ხაზგასმით აღნიშნა თავისი მისია – შექმნას გამორჩეული საცხოვრებელი სივრცეები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ დათმობენ ხარისხს უძრავი ქონების არჩევისას. კომპანია ფოკუსირებულია მდგრად ზრდასა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაზე, რაც მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის დამკვიდრებას ქართული უძრავი ქონების ბაზარზე.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ არა მხოლოდ OKTO ART HOUSE პროექტს, არამედ კომპანიის სამომავლო გეგმებსაც. თუ ბათუმში საინვესტიციო აპარტამენტები გაინტერესებთ  პროექტის შესახებ დეტალებისა და კომპანიის შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ კომპანიის ვებსაიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 585 88 88 83