OECD-ის ქვეყნებში სექტემბერში უმუშევრობის დონე მინიმუმზე დარჩა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში უმუშევრობამ სექტემბერში 4,8% შეადგინა, ისევე როგორც წინა თვეში. ეს არის ყველაზე დაბალი დონე ორგანიზაციის ისტორიაში და აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის დასაწყისიდან არ შეცვლილა.
OECD-ის 16 ქვეყანაში უმუშევრობა სექტემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, მათ შორის ში, ესპანეთსა და სამხრეთ კორეაში. 11 ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. უმუშევრობა შემცირდა ექვს ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, უნგრეთში, იაპონიასა და თურქეთში.
ამასთან, OECD-ში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 33,26 მილიონ ადამიანამდე, აგვისტოს 33,24 მილიონ ადამიანთან შედარებით. ეს არის მაქსიმალური დონე მიმდინარე წლისთვის.
ქალებში უმუშევრობა, წინა თვეში, აგვისტოს 5%-იდან 4,9%-მდე შემცირდა, მამაკაცებში კი 4,7%-ზე დარჩა. ახალგაზრდებში (15-იდან 24 წლამდე) მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, 10.5%.
1961 წელს შექმნილი OECD არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც 38 ქვეყანას აერთიანებს.