OC Media: დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე დასაკავებელ პირთა სიაშია

გამოცემა OC Media წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოცემის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე ხელისუფლების მხრიდან დასაკავებელ პირთა სიაშია.
ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი მარიამ ნიკურაძე აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს.
როგორც OC Media წერს, სია, რომელშიც 48 ადამიანის სახელი და პირადი ნომერი იყო მითითებული, მათ სანდრო წყარომ მიაწოდა. ამავე დროს, წყარომ მათ განუცხადა, რომ თვითონ სიის ავთენტურობის ვერ ადასტურებენ, თუმცაღა ჩამონათვალში არიან ადამიანები, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომლებიც უკვე დააკავეს.
გამოცემა “პუბლიკამ” ასევე დაწერა, რომ დამოუკიდებელმა წყარომ მათაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მარიამ ნიკურაძე, სავარაუდოდ, დასაკავებელ პირთა სიაშია.
აქციის პირველ ღამეს ნიკურაძისა და სხვა ჟურნალისტების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, წყლის ჭავლი მიზანმიმართულად გამოიყენეს, რის გამოც ფეხი დაიზიანა და კამერა გაუტყდა. 1-2 დეკემბრის ღამეს პოლიცია ჟურნალისტის დაკავებას ცდილობდა, რადგანაც ის მოქალაქეებზე პოლიციის ძალადობას აფიქსირებდა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ ჟურნალისტი ქალია, -ს წარმომადგენელმა, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა, ნიკურაძე კედელს მიახეთქა და კიდევ ერთი კამერა დაუზიანა.