NYT – უილიამ ბერნსი უკრაინას ფარულად ეწვია

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ს 15 თებერვალს ფარულად ეწვია, რათა დაემშვიდებინა ქვეყნის ლიდერები -ის ფინანსური დახმარების ახალ ოდენობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა უკრაინელმა დაზვერვის ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, მიატოვებდა თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მათ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ.
„ეს ადრე მოხდა ავღანეთში, ახლა კი მოხდება უკრაინაში“, – ციტრებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს.
ამ კომენტარის საპასუხოდ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა:
„ჩვენ ვაჩვენეთ მკაფიო ვალდებულება უკრაინის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში და ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იმისა, რომ აშშ-ის ვალდებულება გაგრძელდება“.
გამოცემის ცნობით, ეს ბერნსის მეათე ვიზიტია უკრაინაში ორი წლის განმავლობაში. The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო კონტაქტები 2014 წლიდან არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ