NYT: პუტინს თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უკრაინაში ომის დასრულება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა, მას ახლახან შესთავაზა ში ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, კოზაკმა პუტინს წარუდგინა წინადადებები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და მოუწოდა რუსეთში შიდა რეფორმებისკენაც, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისკენ.
დმიტრი კოზაკი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს და რეგიონებს, თუმცა თანდათან კრემლში გავლენა დაკარგა და მისი უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, რომელიც უკრაინის მიმართ ხისტი პოზიციის მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული ოკუპირებული რეგიონების მართვაში.
დმიტრი კოზაკი იმ მცირერიცხოვან რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს არ ეთანხმებიან, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ საუბრობენ.
The New York Times-ის წყაროთა თანახმად, ჯერ კიდევ უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე კოზაკი პუტინს აფრთხილებდა მოსალოდნელ შედეგებზე, მათ შორის უკრაინის არმიისა და საზოგადოების სასტიკ წინააღმდეგობაზე.
კოზაკი ომის დაწყების შემდეგაც ცდილობდა ზავზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ პუტინმა მისი წინადადებები უარყო. მიუხედავად ამისა, დმიტრი კოზაკი ინარჩუნებს პუტინზე გარკვეულ წვდომას და ჩართულია დასავლეთის წარმომადგენლებთან არაოფციალურ კონტაქტებშიც.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, კრემლის გადაწყვეტილებებზე კოზაკის გავლენა შეზღუდულია, თუმცა ომის დასრულებისკენ მისი მოწოდებები აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით არიან ძალები, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან.
ფორუმი