NYT: მოკლულია ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი

გამოცემა New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანია ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, ყაანი მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრეა, რომელიც რეგიონში ირანის მარიონეტული რეჟიმების კოორდინაციას ხელმძღვანელობდა.
ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია