NYT: მოკლულია ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი

გამოცემა New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ს იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანია ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, ყაანი მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრეა, რომელიც რეგიონში ირანის მარიონეტული რეჟიმების კოორდინაციას ხელმძღვანელობდა.
ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ს საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუკა არველაძე: მესმის რომ თქვენი, თქვენი დისშვილები, თქვენი მინისტრების და დეპუტატების შვილები ლაღად და ბედნიერად იზრდება და ძალიან კარგი!!! მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით…