NYT-ის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ბუნკერში იმალება, მემკვიდრეებს ირჩევს

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბუნკერში ემალება, მისი სიკვდილის შემთხვევაში, შემცვლელად სამი მაღალი რანგის სასულიერო პირის კანდიდატურა შეარჩია.
ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, The New York Times ავრცელებს.
86 წლის ხამენეიმ ირანის ექსპერტთა ასამბლეას, რომელიც ირჩევს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, დაავალა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან სწრაფად შეარჩიოს მემკვიდრე.
ჩვეულებრივ, ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის პროცესს შეიძლება თვეები დასჭირდეს, თუმცა ირანულმა წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს ქვეყანაში ომის გამო.
თავისი პოტენციური მემკვიდრეების გარდა, ხამენეიმ რამდენიმე კანდიდატი შეარჩია, სამხედრო სარდლობის ჯაჭვის შესანარჩუნებლადაც – მისი თანაშემწეების გარდაცვალების შემთხვევაში.
გამოცემა წერს, რომ ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი თავის მეთაურებთან ძირითადად სანდო თანაშემწის მეშვეობით ურთიერთობს, მან შეწყვიტა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, რათა მისი კვალის პოვნა გართულდეს – განუცხადა NYT-სს სამმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.
აიათოლას ხელშია კონცენტრირებული ქვეყანაში ყველანაირი ძალაუფლება – სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, ასევე ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა