NVIDIA-ს ხელმძღვანელი პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტი 5 წლის შემდეგ ადამიანებს კონკურენციას წარმატებით გაუწევს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის თქმით, 5 წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებთან საკმაო კონკურენციაში იქნება ჩაბმული. ამის შესახებ მან ოთხშაბათს The New York Times DealBook სამიტზე განაცხადა, წერს CNBC.
Nvidia-ს AI ჩიპები იმდენად პოპულარულია, რომ კომპანიის შემოსავალი მესამე კვარტალში სამჯერ გაიზარდა.
ჰუანგის თქმით, თუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (AGI) განისაზღვრა, როგორც კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია ტესტების ჩატარება ადამიანის ინტელექტთან მიმართებაში “საკმაოდ კონკურენტუნარიანი” საშუალებით. მაშინ ასეთი განვითარება „შეიძლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვიხილოთ“.
Nvidia-ს ბიზნესი ყვავის მძლავრი გრაფიკული დამუშავების ერთეულებზე (GPU) მოთხოვნის მკვეთრი ზრდის წყალობით, რომელიც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგებისა და დიდი დატვირთვისთვის, ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ავტომობილები, არქიტექტურა, ელექტრონიკა, საინჟინრო და სამეცნიერო კვლევები, ასევე OpenAI-ის ChatGPT-ისთვის.
Nvidia-ს შემოსავალი მესამე ფინანსური კვარტალში სამჯერ გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება ერთი წლის წინანდელი 680 მილიონი დოლარიდან 9.24 მილიარდამდე გაიზარდა – წერს CNBC.
ჰუანგი პროგნოზირებს, რომ AI-ში კონკურენცია გამოიწვევს ხელოვნური ინტელექტის მზა ინსტრუმენტების გამოჩენას, რომელთაც სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიები თავის საჭიროებებს მოარგებენ – ჩიპების დიზაინიდან და პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებული, წამლების შემუშავებითა და რადიოლოგიით დასრულებული.