Nvidia-ს აქციების ფასი 9%-ით შემცირდა – ტრამპის ტარიფების გავლენა ბირჟებზე

გუშინდელი სავაჭრო დღის განმავლობაში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 8.7%-ით შემცირდა და აქციაზე დაახლოებით 114 დოლარამდე შეადგინა, რაც სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ორშაბათის ვარდნის კატალიზატორი The Wall Street Journal-ის მოხსენება იყო იმის შესახებ, რომ ჩინელი მყიდველები Nvidia-ს მოთხოვნადი AI-ჩიპების ტექნოლოგიაზე -ის ექსპორტის კონტროლის წესებს არღვევენ. გარდა ამისა, ბირჟებზე უარყოფითად იმოქმედა -ის პრეზიდენტის მიერ კანადის, მექსიკის და ჩინეთის მიმართ დაწესებულმა ტარიფებმა, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ტარიფების მოლოდინის გავლენით, გუშინ S&P 500 1.8%-ით დაეცა, Nasdaq-ი – 2.6%-ით, Dow Jones Industrial Average-ი კი – 1.5%-ით. ეს S&P-ისთვის 14 იანვრის შემდეგ ნაჩვენები ყველაზე უარესი შედეგია, Nasdaq-ისთვის – 4 ნოემბრის შემდეგ, ხოლო Dow Jones Industrial Average-ისთვის – 16 იანვრის შემდეგ.
რაც შეეხება Nvidia-ს, ტექგიგანტმა 19 თებერვლის შემდეგ, როდესაც ბირჟები ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელზე დაიხურა, $600 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ახლა ის Apple-ს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, დაახლოებით 800 მილიარდი დოლარით ჩამორჩება და კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე პოზიციას სჯერდება. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $2.79 ტრილიონს შეადგენს, Apple-ის კი – $3.58 ტრილიონს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Nvidia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, იენსენ ჰუანგის ქონება ორშაბათს 10 მილიარდი დოლარით, 99 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ჰუანგი, რომელიც მე-16 უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, 20 თებერვლის შემდეგ, როდესაც ის მილიარდერების რეიტინგში მე-11 პოზიციაზე იყო, დაახლოებით 24 მილიარდი დოლარით გაღარიბდა.
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”