ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკა ალავიძის თქმით, AI ქარხნის ასაშენებლად Nvidia, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, არჩევანს სომხეთსა და საქართველოს შორის აკეთებდა.
როგორც ალავიძე “ანალიტიკას” ეთერში აღნიშნავს, არსებობდა შანსი, გარიგება საქართველოსთან გაფორმებულიყო, თუმცა დღეს ქვეყანაში ამის პოლიტიკური ნება და შესაბამისი კლიმატი აღარ არსებობს.
“Nvidia-სთვის სომხეთსა და საქართველოს შორის არჩევანი რეალური იყო და უშუალოდ მიწერ-მოწერაშიც ვიყავი ჩართული, მქონდა ამის ბედნიერება. ეს არ არის გუშინდელი საუბარი. პირველ რიგში, ვულოცავ სომხეთს და ბატონ ფაშინიანს ამ წარმატებას, რომელიც არის ძალიან კონკრეტული, გრძელვადიანი, გეგმაზომიერი საქმიანობის შედეგი.
