ამერიკული ტექ.გიგანტი Nvidia სამხრეთ კორეას Blackwell-ის 260,000 ჩიპს მიაწვდის. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, შემსყიდველთა შორის იქნებიან არამარტო კორეის მთავრობა, არამედ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის, Samsung Electronics-ი.
ჯერჯერობით, არ საჯაროვდება ინფორმაცია გარიგების ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ცნობილია, რომ 50,000-ზე მეტ AI ჩიპს სამხრეთ კორეის ხელისუფლება შეისყიდის, Samsung-ი, SK Group-ი და Hyundai Motor Group-ი კი სათითაოდ 50,000-მდე ჩიპს შეიძენენ. მათ ჭკვიანი ქარხნების აგების, ავტომატიზაციის, საავტომობილო ინოვაციებისა და სუპერკომპიუტერების პროექტებისთვის გამოიყენებენ.




