Nvidia დაბრუნდა – კომპანიის საბაზრო ღირებულება $260 მილიარდით გაიზარდა

Nvidia დაბრუნდა – კომპანიის საბაზრო ღირებულება $260 მილიარდით გაიზარდა
28 იანვრის რეგულარულ ვაჭრობაში Nvidia-ს აქციების ღირებულება 8.8%-ით გაიზარდა. შედეგად, ამერიკულმა გიგანტმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა დააფიქსირა. აქციების ფასების ზრდის გავლენით, ჩიპების ამერიკული მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციას $260 მილიარდი შეემატა – მეტი, ვიდრე American Express-ი, Disney და Goldman Sachs-ი პროგნოზირებდნენ – და ორშაბათის $589-მილიარდიანი დანაკარგი 44%-ით აღიდგინა.
ამჟამად, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3.158 ტრილიონს უტოლდება და ის კვლავ მესამე უმსხვილესი კომპანიაა Apple-ისა ($3.58 ტრილიონი) და Microsoft-ის შემდეგ. მანამდე, 27 იანვრის სავაჭრო დღის დასასრულს, საფონდო ბირჟებზე ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 17%-ით შემცირდა. 14%-იანი ვარდნა განიცადა Oracle-ის აქციების ფასმა. საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვანი რყევების მიზეზი ხელოვნური ინტელექტის ჩინური ს, DeepSeek-ის გამოჩენა გახდა.
DeepSeek-მა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ DeepSeek-V3-ის მოდელზეა დაფუძნებული, პოპულარობა მალევე მოიპოვა და შეერთებულ შტატებში iOS-ის App Store-ზე ChatGPT-ის გადმოწერებს გადაასწრო. DeepSeek-ის წარმატებაში მთავარ კითხვას მის მიერ გაწეული დაბალი ხარჯი აჩენს და ის ფაქტი, რომ კომპანიამ აღმასვლა -ის მიერ ჩინეთისთვის ჩიპების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოახერხა.
DeepSeek-ის მოულოდნელ აღმასვლასთან დაკავშირებით, დასავლური გამოცემების ცნობით, Microsoft-მა და OpenAI-მ გამოძიება დაიწყეს. Financial Times-ი იტყობინება, რომ OpenAI-ს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ DeepSeek-მა, საკუთარი AI-მოდელის გასაუმჯობესებლად, მისი ხელოვნური ინტელექტის მოდელები გამოიყენა. Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI და Microsoft-ი იძიებენ, მოიპოვა თუ არა ჩინურმა კონკურენტმა OpenAI-ის მონაცემებზე წვდომა არაავტორიზებული გზით.