Nintendo Game Boy-ის თანამედროვე კონსოლები

ჩვენ შეზღუდული გამოშვების Analogue Pockets-ის ახალ ხაზზე გესაუბრებით, რომელიც ცისარტყელას ფერებითაა გაჟღენთილი. უფრო კონკრეტულად, ეს ნოსტალგიური ხაზი 8 მკვეთრ ფერშია წარმოდგენილი — ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, სტაფილოსფერი, ვერცხლისფერი, წითელი და იასამნისფერი. პირველივე შეხედვისთანავე მიხვდებით, რომ კლასიკური Nintendo Game Boy-სა და Game Boy Advance-ითაა შთაგონებული.
და მართალია, დიზაინი 90-იანი წლების საკულტო პორტატიული მოწყობილობიდან იღებს ინსპირაციას, მაგრამ მასში თანამედროვე ფუნქციებიც გაერთიანებულია. 3.5-დიუმიანი LCD ეკრანი აქვს, დამუხტვადი ბატარეა, რომელიც თამაშს 10 საათამდე უწყვეტი დროით გთავაზობთ და მოსახერხებელი USB-C პორტი. თამაშების მრავალფეროვნებისთვის ადაპტერებიც ხელმისაწვდომია, რაც ენთუზიასტებს Game Gear-ის, Atari Lynx-ის, Neo Geo Pocket-ისა და Neo Geo Pocket Color-ის სისტემებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
წინასწარი შეკვეთები 20 ნოემბრიდან დაიწყება და, სავარაუდოდ, 249.99 დოლარი ეღირება…