NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის – ირაკლი

NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, თუ პივიტი სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული პივიტი და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას პივიტის გაყალბება ეღიარებინა.
„ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა პივიტისა და ს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ პივიტი, ცდომილება პივიტისა და ს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ ენჯეოს და მათ დონორებს, რომ პივიტი იყო ცდომილებაში ცესკოს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა პივიტის შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ პივიტის აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება.
აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა – როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაშ. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არ არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი ს უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასეთია ენჯეოების მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას