NGO-ები 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიშში ბოლო 2 დღეში განვითარებული მოვლენების გარდა აღნიშნულია, რომ ს შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით კი – 43 პირი დააკავა.
“12 იანვარს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებები ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სულ დღის მანძილზე დააკავეს 16 ადამიანი – 7 ბათუმში და 9 თბილისში. მათგან გამოუშვეს მხოლოდ ელენე ხოშტარია და , რადგან მათ დეპუტატის სტატუსი აქვთ, დანარჩენები გადაყვანილები არიან დროებით მოთავსების იზოლატორებში.
11 იანვარს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 10-ზე მეტი პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 1 პირი დააკავეს, ხოლო თბილისში კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 1 პირი.
სულ არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 43 პირი დააკავა”.
10 და 11 იანვრის პროცესები თბილისში