40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ.
15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის – დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.
„საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით — ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა; ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელისუფლების მოქმედებები არსებითად სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შესრულებას გულისხმობს. კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და ევროპული გზისთვის არსებითი საფრთხეა; თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.
„ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
· აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
· აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
· ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
· განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
· გორელ ფოტოგრაფთა კლუბი – გორის ხელოვნების სახლი
· დემოკრატიის კვლევის ცენტრი
· დემოკრატიის მცველები
· ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
· ლომეკი
· მედიაომბუდსმენი
· პრევენცია პროგრესისთვის
· პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
· ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა”
· საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
· სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
· საორსა
· საფარი
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
· საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
· საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
· ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი
· უფლებები საქართველო
· ქალები რეგიონის განვითარებისთვის
· ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
· შშმ ქალთა ალიანსი
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
· DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაცია
· ENPUD -ფენიქსი 2009
· Femina
· Start now
· WeResearch
· Tbilisi Pride
· მწვანე ალტერნატივა
· ISFED
· ყვარლის ევროკლუბი
· ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
