არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მოსაზრებების დაფიქსირების გამო რეპრესიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია.
ნინო ლომჯარიას თქმით, დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოდან, თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან;