NGO-ები ითხოვენ პასუხს, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პროტესტის წინააღმდეგ?

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას — რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია და ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.
„ქართული ოცნების” ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, „როდესაც წყალი წვავს“, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია. ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენი გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში“, — ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში -ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა „ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა. იგივე პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო ს შემდგომ”.
„ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა. თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
უახლოეს დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფების გამოგზავნა.
განცხადებას ხელს აწერენ:
· უფლებები საქართველო
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
· ევროპის ფონდი
· სამოქალაქო იდეა
· EECMD
· ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
· საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
· საფარი
· ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
· თბილისი პრაიდი
· სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
· ადამიანის უფლებათა ცენტრი.
· საქართველოს მომავლის აკადემია
· Მწვანე ალტერნატივა
· დემოკრატიის მცველები
· ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი