NGO-ები დაკავებების ახალ სერიას ელოდებიან – ადმინისტრაციული კოდექსი მკაცრდება (ვიდეო)

ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების პარალელურად, მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებამ დაკავებების მორიგი სერია იხილოს. დაანონსებული ცვილელებით “ოცნება” ციხეში გაშვებას უპირებს ყველას, ვინც აქციაზე დადგება, ვინც ჯარიმას არ გადაიხდის ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს გამოაქვეყნებს. ცვლილება ეხება გასაჩივრების წესსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ “ოცნებამ” დაკავებების ახალი სერია დაიწყოს. მათი თქმით, “ოცნების” მიერ მიღებული კანონის მიზანს უწყვეტი პროტესტის ჩახშობა და რუსთაველის გამზირის “გასუფთავება” წარმოადგენს.

გარდა ამისა, ის ცვლილებები, რომელსაც ივანიშვილის გუნდი დღის ბოლომდე სამივე მოსმენით დაამტკიცებს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სისხლის სამართლებრივ სანქციებს უტოლდება.