Nexia Georgia-მ, ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე, 800-მდე ოფისს შორის, “წლის კომპანიის / The Firm of the Year” პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
Nexia-ს ქსელის ყოველწლიური ღონისძიება წელს სინგაპურში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართული ოფისი ერთადერთი ფირმაა ქსელში, რომელმაც ღონისძიების მთავარი ჯილდო მეორედ მოიპოვა.
“წლის კომპანიის” ჯილდო იმ კომპანიების აღიარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში, წარმატებით პოზიციონირებენ ადგილობრივ ბაზარზე და მუდმივად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.
Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორების თქმით, 2024 წელი ნექსიას ქართული ოფისისთვის გამორჩეული იყო წარმატების კუთხით. კომპანიამ საქმიანობის 10 წლის იუბილე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების რეიტინგის ხუთეულში შესვლით აღნიშნა. გასაჯაროვებული მონაცემების თანახმად, Nexia Georgia-ს 2023 წლის შემოსავალმა 12,2 მლნ ლარი შეადგინა და ათეულის რეიტინგში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა.
Nexia-ს ქსელის წლევანდელ დაჯილდოების კრიტერიუმებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას, იდებიისა და გამოცდილების გაზიარებას სხვა წევრი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით, Nexia-ს შეხვედრებისა და კონფერენციების ფარგლებში.
Nexia-ს ქართული ოფისი აქტიურად არის ჩართული ქსელის საქმიანობასა და თანამშრომლობაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი, არგენტინაში, ბუენოს-აირესში გამართულ Nexia-ს გლობალური ქსელის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე EMEA-ს (Europe, Middle East & Africa) ბორდის წევრი გახდა. მისი მხარდაჭერით და მონდომებით, Nexia-ს გლობალურმა ქსელმა უკვე შეიძინა წევრი კომპანია უზბეკეთის ოფისის სახით.
2024 წელი დატვირთული იყო ინოვაციებით, ახალი პროექტებით, საიუბილეო ღონისძიებებით, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციებით და სხვა ბევრი მიღწევით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, Nexia Georgia გახდა პირველი კომპანია, როგორც აუდიტორულ, ასევე საფინანსო სფეროში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, რეგიონის მასშტაბითაც, რომელმაც კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის, ISO27001-ის უახლესი, 2022 წლის ვერსია დანერგა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო.




