New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში კამალა ჰარისი ოთხი პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს

New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში ოთხი პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს
New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, -ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს ასწრებს. ესენია: მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გამოიკითხა აღნიშნული სამი შტატის ამომრჩეველი. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდებოდა, 50-მა პროცენტმა ჰარისი დაასახელა, 46-მა პროცენტმა კი – ტრამპი.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისის პოპულარობა იზრდება ყველა შტატში, ხოლო ს რეიტინგი მცირედით გაუმჯობესდა. მედიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტრამპი გაატარებს ცვლილებებს, რომლებიც „ძალიან ცუდი“ ან „გარკვეულად ცუდი“ იქნება ქვეყნისთვის. ამავეს ამბობს ჰარისთან დაკავშირებით გამოკითხულთა 37 პროცენტი.
პირველი არხი