New York Times: ს PATRIOT-ის კიდევ 2 სისტემას გადასცემს

გეგმავს ისრაელში განლაგებული და განახლებული Patriot-ის ტიპის ორ საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ New York Times-ი რამდენიმე მოქმედ და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორები ასევე განიხილავენ დამატებითი სისტემების მიწოდებას გერმანიიდან ან საბერძნეთიდან, ს მიერ ში თავდასხმების გაძლიერების ფონზე.

წყაროებმა არ დააკონკრეტეს, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ ს ადმინისტრაციის პერიოდში, ან რას ფიქრობს ამაზე მოქმედი პრეზიდენტი .

უკრაინას ამჟამად რვა Patriot სისტემა აქვს, საიდანაც მხოლოდ ექვსი ფუნქციონირებს. დანარჩენი ორი რემონტდება.

პრეზიდენტმა მ აპრილში CBS News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა მზადაა 15 მილიარდ დოლარად შეიძინოს დამატებით 10 Patriot სისტემა მოსახლეობის დასაცავად: “ჩვენ ვიპოვით ფულს და გადავიხდით ყველაფერზე,” — განაცხადა ზელენსკიმ.

14 აპრილს ტრამპმა ზელენსკის მიმართ კრიტიკული ტონი გამოიყენა, მტკიცებით, თითქოს ის “მუდმივად იარაღის ყიდვას ცდილობს” და ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა. თუმცა მოგვიანებით, 24 აპრილს, ტრამპმა დაგმო რუსული იერიში კიევზე, რომელიც ცხრა მშვიდობიან მოქალაქეს ემსხვერპლა, და პუტინს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ჯერჯერობით ტრამპის მიერ გამოცხადებული სანქციები ან მოლაპარაკების იძულების სხვა გზები არ განხორციელებულა, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთზე ზეწოლისთვის: “შეგვიძლია ეს მარტივადაც გავაკეთოთ ან რთულად.”

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი