New York Stock Exchange და Nasdaq-ის კაპიტალიზაცია საფონდო ბირჟების ბაზრის 42.4%-ს შეადგენს – რეიტინგი

მსოფლიოში დაახლოებით 80 მსხვილი საფონდო ბირჟა არსებობს, რომელთა ჯამური ღირებულება 110 ტრილიონ დოლარს აღემატება. მათგან ორი უმსხვილესი ბირჟის, New York Stock Exchange და Nasdaq-ის, კაპიტალიზაცია გლობალური ბაზრის 42.4%-ს შეადგენს.
გამოცემა Visual Capitalist-ი მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების 25-ს აქვეყნებს, რომლებიც საერთო კაპიტალიზაციის 96.6%-ს ფარავს.
საფონდო ბირჟების რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება:
· New York Stock Exchange – $25 ტრილიონი
· Nasdaq – $21.7 ტრილიონი
· Euronext – $7.2 ტრილიონი
· Shanghai Stock Exchange – $6.7 ტრილიონი
· Japan Exchange Group – $5.9 ტრილიონი
· Shenzhen Stock Exchange – $4.5 ტრილიონი
· Hong Kong Exchange – $4.2 ტრილიონი
· National Stock Exchange of India – $3.5 ტრილიონი
· LSE Group – $3.4 ტრილიონი
· Saudi Exchange – $3.1 ტრილიონი

ასევე დაგაინტერესებთ