Netfix-ის სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და ცნობილი თაღლითი, საიმონ ლევაევი ბათუმის აეროპორტში დააკავეს – ისრაელური მედია

Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და ცნობილი თაღლითი, საიმონ ლევაევი სამართალდამცველებმა ს აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატებისთვისაც.
“მე მას დღეს დილით ვესაუბრე, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით მიზეზი არ გვესმის. ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში”. – უთხრა მისმა ადვოკატმა გამოცემა Walla-ს.
საიმონ ლევაევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევაევი წლების განმავლობაში ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევაევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს ართმევდა.
როგორც -მ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ის უწყების თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში აიყვანეს.