Nestlé ხარჯების შემცირების მიზნით, მომდევნო ორ წელში 16 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

საკვები პროდუქციის შვეიცარიულმა გიგანტმა Nestlé განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავს 16 000 სამუშაო ადგილის შემცირებას, რაც კომპანიის საერთო სამუშაო ძალის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. ნაბიჯი დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ხარჯთშემცირებელ პროგრამასთან.
Nestlé-მ უკვე მეორე წელია აფიქსირებს გაყიდვების ზრდის ტემპის შენელებას — ინფლაციით დაღლილი მომხმარებლები ამცირებენ ხარჯებს და უფრო ხშირად ირჩევენ იაფ ალტერნატივებს, მათ შორის საცალო ქსელების საკუთარ ბრენდებს.
გადაწყეტილებაზე განაცხადა კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ფილიპ ნავრატილმა, რომლის თქმითაც, ოპტიმიზაცია აუცილებელია Nestlé-ს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.