შვეიცარიული Nestle SA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პოლ ბულკე თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს, – ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას აქციონერთა ყოველწლიურ საერთო კრებამდე დატოვებდა, რომელიც 2026 წლის აპრილში გაიმართება. დირექტორთა საბჭომ უკვე აირჩია მისი მემკვიდრე – პაბლო ისლა, რომელიც ამჟამად ბულკეს მოადგილის თანამდებობას იკავებს.
