Nestle-მ ტოქსინ ცერულიდის აღმოჩენის გამო ევროპის ბაზრიდან უკან გაიწვია Nestlé Nederland b.v.-ს (ნიდერლანდები) მიერ წარმოებული ჩვილების საკვები.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩვილის სწრაფად გასახსნელი საკვები ფხვნილის ფორმულა Bacillus cereus-ით პოტენციური დაბინძურების შესახებ ცნობილი გახდა 10 დეკემბერს.
კომპანიამ NAN Sensilac 1-ის 800 გრამიანი ჩვილის ფხვნილის ერთი პარტია უკან გაიწვია ფინეთსა და დანიაში. ტოქსიკური პარტია ასევე ამოღებულია ბაზრიდან საფრანგეთში, შვედეთში, ჩეხეთში, პოლონეთსა და უნგრეთში. აღნიშნულ პარტია იყიდებოდა Amazon-სა და აფთიაქებში. მისი ვარგისიანობის ვადა 2027 წლის ოქტომბრამდე იყო.
Nestlé ასევე ბაზრიდან გაიწვია Lactogen Harmony 1-ის ჩვილის ფორმულა 500 გრამიან ქილებში, რომელიც არის იგივე ვადიანობით და NAN Pro 1 1.2 კილოგრამიან ქილებში.
ტოქსიკური ბაქტერია Bacillus cereus-ს მიაკვლიეს საწარმოო ხაზის იმ ნაწილში, სადაც დაზიანებულ პარტიას აწარმოებდნენ. პრობლემა აღმოჩნდა Nestlé-ს ნიდერლანდებში მდებარე ქარხანაში თვითმონიტორინგის ტესტის დროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილებში არანაირი დაავადება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.




