NDI: 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ძალიან ცოტას უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12% დან ვისაც ეს უფიქრია, ნახევარი ასეც მოიქცა, მეორე ნახევარმა კი მიზეზად შესაბამისი ფინანსების ან საჭიროების არქონა დაასახელა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს.