NDI – რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.
ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ ს შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:
47% – არცერთი პარტიას
19% – „ქართული ოცნება“
13% – უარი პასუხზე
6% – არ ვიცი
4% – „ნაციონალური მოძრაობა“
12% – სხვა პარტიები
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
ამასთან, აღნიშნულია, რომ კითხვა დაისვა თვით-ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს „შემდეგი“ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს.

ასევე დაგაინტერესებთ