NDI-ის კვლევა: “ქართული ოცნება” – 19%; “ნაციონალური მოძრაობა” – 4%

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. პასუხების გაცემის დროს რესპონდენტების არჩევანი ანონიმური რჩებოდა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულმა მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:
· არცერთი პარტია – 47%;
· “ქართული ოცნება” – 19%;
· უარი პასუხზე – 13%;
· არ ვიცი – 6%;
· “ნაციონალური მოძრაობა” – 4%;
· სხვა პარტიები – 12%.
“მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ ს შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება”, – წერია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია.
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირისპირ გამოკითხვის გზით NDI-ის დაკვეთით “CRRC საქართველომ” ჩაატარა. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
სულ გამოკითხა 2068 ადამიანი, საშუალო ცდომილებაა 2,2 პროცენტი.

ასევე დაგაინტერესებთ