NCDC-ის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ირაკლი ფურცელაძე თანამშრომლებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მ წარუდგინა.
სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ “ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”.
ირაკლი ფურცელაძე მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა. 2011 წლიდან – 2014 წლამდე იყო ავერსი-ფარმა-ში სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე, იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორიც. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სადაზღვეო კომპანია ალფას.