NBC News – ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC News თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრას ასევე თარჯიმნები დაესწრებიან.
აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე ფორმატში წარიმართებოდა. სამი-სამზე შეხვედრის შემდეგ ორმხრივი სამუშაო ლანჩი გაიმართება, რომელსაც ამერიკელების მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სუზი უალსი და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.