NBC News – აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ოთხშაბათს, ვაშინგტონის შტატში მდებარე ლუის-მაკკორდის ბაზის მახლობლად სამხედრო წვრთნების დროს ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე აშშ-ის ელიტარული 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკის მე-4 ბატალიონის ოთხი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
აშშ-ის არმიის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს